ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, თბილისში აქცია-მსვლელობა იმართება
“ვადამდელი არჩევნები დაიდოს”, – ამ მოწოდებით “მოძრაობა საქართველოსთვის” თბილისში მსვლელობას მართავს.
მშვიდობის ხიდი, “ქართული ოცნების” ოფისი, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესრეზიდენცია, მთავრობის ადმინისტრაცია და პარლამენტი – ეს აქციის მონაწილეების დღევანდელი მარშრუტია.
აქციის მონაწილეები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან გარემოში დანიშვნას ითხოვენ.
“პროტესტის დაწყების დღიდან ჩვენი მოთხოვნაა, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს თავისუფალ, სამართლიან გარემოში, რაც სახელმწიფოს და, ზოგადად, საზოგადოებას საშუალებას მისცემს, რომ დაძლიოს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, რაც ცალსახად სახეზეა”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.