როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია – პოზიტიური სიახლე ჯანმო-სგან

“COVID-19-ის პანდემია 2022 წლის დასაწყისში დასრულდება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ ტელეარხ DR-ს განუცხადა.

მისი თქმით, 2021 წელი დარჩება კორონავირუსის წლად, მაგრამ წინა წელთან შედარებით ვითარება გაცილებით მართვადი იქნება.

“ცუდი სცენარი წარსულს ჩაბარდა. 2020 წელთან შედარებით კორონავირუსზე მეტი ვიცით”, – თქვა მან.

ამასთან, კლუგემ თქვა, რომ მხოლოდ საკუთარ პროგნოზს აჟღერებს, რადგან როგორ განვითარება მოვლენები ვირუსის ირგვლივ, ჯერ არავინ იცის.

“ვირუსი დარჩება, მაგრამ არამგონია, რომ შეზღუდვების აუცილებლობა იყოს. ეს ოპტიმისტური გზავნილია”, – თქვა მან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის უკანასკნელი მონაცემით, ვირუსი მსოფლიოში 111 366 034 ადამიანს აქვს დადასტურებული, 2 466 263 პირი გარდაიცვალა, 62 833 959 კი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები