თეა ახვლედიანი: საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია და რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი რეგიონების ფაქტიური ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება

„საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია და რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი რეგიონების ფაქტიური ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმწვავეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება”,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის პრიორიტეტად, საერთაშორისო არენაზე განხორციელებული არაღიარების ძალისხმევის პარალელურად დარჩება ადამიანზე ორიენტირებული შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება.

„საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია და რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი რეგიონების ფაქტიური ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმწვავეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. შექმნილ მძიმე უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან ერთად, ეს უკავშირდება ასობით-ათასი დევნილისა და იძულებით გადაადგილებული პირის, ისევე როგორც ომით გაყოფილი ხალხის ურთულეს ხვედრს, რომელთაც დღემდე უწევთ უკანონო ოკუპაციის შედეგებთან გამკლავება.

საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი, საერთაშორისო არენაზე განხორციელებული არაღიარების ძალისხმევის პარალელურად და ჩვენი ქვეყნის სრულ დეოკუპაციასთან ერთად, რაზეც გუშინ ვრცლად ისაუბრა ჩემმა კოლეგამ ბატონმა დავით ზალკალიანმა, დარჩება ადამიანზე ორიენტირებული შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება, რაც გულისხმობს საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოებების დაახლოებას, დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას, ასევე ადამიანებისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნას”,- განაცხადა ახვლედიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები