სენატორები რიში და შაჰინი: საქართველოში პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარე ახლა მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს

ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან.

მათივე თქმით, სიტუაციის განსამუხტად ყველა პოლიტიკური მხარე მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და კეთილსინდისიერ და დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს ოფიციალურ პირებთან ჩვენ არაერთხელ წამოვაყენეთ პოლიტიკური დევნის პრობლემა. გვიხარია, რომ ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება შეჩერდა, თუმცა მსგავსი პოლიტიკური დევნა და დაკავება არასდროს უნდა მოხდეს. პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარე ახლა მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს და განმუხტოს პოლიტიკური ატმოსფერო. ვიმედოვნებთ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად დასრულდება“, – განაცხადეს სენატორებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები