მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა – არიან დაშავებულები
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა.
როგორც ,,კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.