ნიკა მელია: უნდა მივუსხდეთ მოლაპარაკებათა მაგიდას და ახალი არჩევნების გამართვის საკითხი განვიხილოთ
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ოპოზიცური სპექტრის სახელით წინადადებით გამოდის, რომ, საერთაშორისო ფასილიტატორების მონაწილეობით, მმართველ პარტიასთან ერთად გაიმართოს მოლაპარაკება ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ.
“გავაკეთებ განცხადებას ოპოზიციური პარტიების სახელით, რომ, ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად, ფასილიტატორის მონაწილეობით, მივუსხდეთ მოლაპარაკებათა მაგიდას და განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანა არ არის, არ იყო და არასოდეს იქნება ძალადობა, ვიღაცის დაჩაგვრა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მართლები. ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს და ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი არჩევნების ჩატარებით”, – თქვა მელიამ.