სამადაშვილი: სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

“ქვეყანაში პირველი, სასწრაფოდ უნდა შესრულდეს ყველა ის მითითება, რაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და სასწრაფოდ დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ამ პოლიტიკური კრიზისიდან. მინდა, მივულოცო დღეს ყველა ადამიანს, ვინც 20 ივნისს გამოვიდა რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად იმიტომ, რომ დღეს ჩვენ, თქვენთან ერთად, გახარიას გადადგომით რეალურად დავამარცხეთ, მათ შორის, გავრილოვიც”, – თქვა სამადაშვილმა.

გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები