საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, აუცილებელია, რომ ამ დილით ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება.
შესაბამისი ინფორმაცია საელჩოს Facebook გვერდზე გავრცელდა.
“არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა, გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით. არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა”, – ნათქვამია განცხადებაში.