ნიკა მელია: ყველა ქართველს, მათ შორის ივანიშვილს, ვუსურვებ, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ ხანგრძლივი

ყველა ქართველს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, ვუსურვებ, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ ხანგრძლივი, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში განაცხადა.

მისი თქმით, ექსპრემიერის მართვის სადავეები ფინიშს უახლოვდება.

,,მთავარია არ დაგვავიწყდეს, რა პროცესებთან გვაქვს ახლა საქმე, ქართული ეროვნული ინტერესი, რომელზეც გამორიცხულია ძალადობა, ძალმომრეობა და ოლიგარქატი. ბიძინა ივანიშვილი დღეიდან შეიძლება ჩაითვალოს უკვე, რომ დამარცხების ფინიშის სწორს არის, რომ დარბიან, დარბიან და ფინიშის სწორი რომაა, ლენტი, ასევეა ბიძინა ივანიშვილი, დაღლილი, გაბანკროტებული ოლიგარქი, მმართველი ამ ქვეყნის, რომელსაც მიტაცებული აქვს ქვეყნის სადავეები, უახლოვდება ფინიშს. ხვალ იქნება, ზეგ, თუ ერთ თვეში, ბიძინა ივანიშვილს მოუწევს აღიარება, რომ ის არის მოძალადე და გავრილოვების ნების აღმსრულებელი.

ყველა ქართველს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სახელმწიფო ჩემი და ჩემი თანამოაზრეების მტერია, ვუსურვებ, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ ხანგრძლივი, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს. ეს ადამიანი დარწმუნდება და ექნება წლები, როდესაც მოიხედავს უკან და დაინახავს, რამდენად ძალადობდა ქართველ ხალხზე 9 წლის განმავლობაში საკუთარი ფულით, როგორ უნდოდა, მიეტაცებინა მართვის ბერკეტები, მაგრამ როგორ გააგდებინა ქართველმა ხალხმა ეს ბერკეტები,” – განაცხადა ნიკა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები