ნიკოლოზ მჭედლიშვილი: აქამდე ვიცოდი, რომ მელია დედლებს ჭამდა საქათმეში, ახლა მელია თვითონ არის დედალი და მდედრები აიფარა ფარად
ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ამდენი მხდალი ქართულ პოლიტიკაში ერის ტრაგედიაა.
,,აქამდე ვიცოდი, რომ მელია დედლებს ჭამდა საქათმეში, ახლა მელია თვითონ არის დედალი და მდედრები აიფარა ფარად…
ეს ყოველაფერი კომედია იქნებოდა, სხვა ქვეყანაში რომ ხდებოდეს, მაგრამ აქ, ჩემს ქვეყანაში ტრაგიკომედიად გადააქციეს იმიტომ, რომ ეს ჩვენი ქვეყანაა…
ნავალნის პოლიტიკური შეხედულებები, განსაკუთრებით, საქართველოსთან მიმართებით არ მომწონს, მაგრამ ჩავიდა და ჩაჯდა იმიტომ, რომ არის კაცი…
ამდენი მხდალი ქართულ პოლიტიკაში, ერის ტრაგედიაა…”, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.