მაია ცქიტიშვილი: პანდემიის მიუხედავად, არ გაგვიჩერებია არცერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი

“პანდემიის მიუხედავად, არ გაგვიჩერებია არცერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი”, – ამის შესახებ პარლამენტში მიმდინარე მინისტრის საათზე პირველმა ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახალი გზები რეგიონებში მეტ ტურისტს, მეტ ინვესტიციასა და დასაქმებას ნიშნავს.

„2024 წლისთვის ჩვენ დავასრულებთ 200კმ ახალი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას, რაც სრულიად განსხვავებულ რეალობას შექმნის და ყველა ჩვენს სავაჭრო პარტნიორთან საერთაშორისო სტანდარტის გზებით დაგვაკავშირებს. ახალი გზები რეგიონებში მეტ ტურისტს, მეტ ინვესტიციასა და დასაქმებას ნიშნავს. სწორად ამიტომ, პანდემიის მიუხედავად, არ გაგვიჩერებია არცერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

პარლამენტში, საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, დეპუტატები მაია ცქიტიშვილს უსმენენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები