მაია ცქიტიშვილი: ვისურვებ, საკანონმდებლო ორგანოში ვიხილო ოპოზიციის ის ნაწილიც, რომელიც პოლიტიკური პროცესების გამწვავებას ქუჩაში ცდილობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ისურვებდა, რომ პარლამენტში ეხილა ოპოზიციის ის ნაწილიც, რომელიც პოლიტიკური პროცესების გამწვავებას ქუჩაში ცდილობს.
ამის შესახებ მან მინისტრის საათზე გამოსვლისას აღნიშნა.
,,მივესალმები ოპოზიციის წარმომადგენლების საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვას და ვისურვებ, საკანონმდებლო ორგანოში ვიხილო ოპოზიციის ის ნაწილიც, რომელიც პოლიტიკური პროცესების გამწვავებას ქუჩაში ცდილობს,” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, სამთავრობო გუნდის მიზანია ქვეყნის სტაბილური განვითარება და 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის განაცხადის წარდგენა.