კოვიდკრიზისის გამო, მთავრობის ხარჯებმა მშპ-ის 4% შეადგინა

2020 წელს მთავრობის ანტიკრიზისულმა ხარჯებმა მშპ-ის 4 %,ანუ 2 მლრდ. ლარი შეადგინა. “გალტ & თაგარტ”-ის კვლევის თანახმად, 2021 წელს ანტიკრიზისული ხარჯები მშპ-ის 2.1%-ია (1.1 მლრდ ლარი). როგორც “გალტ & თაგარტ”-ი აღნიშნავს, ფისკალური სტიმული 2021 წელსაც მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკის აღდგენისთვის. კერძოდ, ინფრასტრუქტურული პროექტები რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა დაგეგმილი 2021წელს (4.3 მლრდ ლარი). გარდა ამისა, 2021 წელს მთავრობა 500 მლნ ევრობონდების რეფინანსირებას გეგმავს.
2020 წელს მთავრობის მთლიანი ვალი წლიურად 9.7 მლრდ ლარით გაიზარდა და,
წინასწარი მონაცემებით, მშპ-ის 60.3% შეადგინა. როგორც “გალტ & თაგარტ”-ში ვარაუდობენ, მთავრობის მთლიანი ვალი 2024 წლისათვის 57 %-ს არ გადააჭარბებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები