დიმიტრი ხუნდაძე: ოპონენტები მარტო რჩებიან იმ საუბარში, რომ არჩევნები გაყალბდა

“ოპონენტები მარტო რჩებიან იმ საუბარში, რომ არჩევნები გაყალბდა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ ვიღაცას არჩევნები და შედეგები არ მოეწონა, უსაფუძვლოდ და უარგუმენტოდ არჩევნების დანიშვნაზე საუბარი ვერ იქნება.

„ოპონენტები მარტო რჩებიან იმ საუბარში, რომ არჩევნები გაყალბდა. ამას არ ამბობს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, არ ამბობენ საერთაშორისო პარტნიორები. ამაზე საუბრობს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მონათესავე პარტიები ფანჩატურიდან. ვინაიდან არჩევნების ჩატარებაზე მათი მოთხოვნა უარგუმენტო იყო, მათ საგამოძიებო კომისიის შექმნა შევთავაზეთ და ვთქვით, თუ ერთპროცენტიანი გადაცდომა იქნება, ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.

იმის გამო, რომ ვიღაცას არჩევნები და თავისი შედეგები არ მოეწონა, უსაფუძვლოდ და უარგუმენტოდ არჩევნების დანიშვნაზე საუბარი ვერ იქნება. ოპოზიციური პარტიები კომისიის მუშაობაში უარს ამბობენ მხოლოდ იმიტომ, რომ იციან, ვერავითარი გაყალბება ვერ იქნება მიგნებული. ამიტომ თავშივე ამბობენ უარს, ვიდრე ბოლოს აღიარონ ის, რომ ქვეყანაში არჩევნები არ გაყალბებულა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები