ფრიდონ ინჯია: ნიკა მელია დაამშვენებდა პარლამენტს, ნამდვილად დაგვაკლდა

პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე, ფრიდონ ინჯია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტას აფასებს და აცხადებს, რომ მელია პარლამენტს დააკლდა.

“პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტის გადაწყვეტილებაა და მე არ მინდა, ამ შემთხვევაში, რამე შეფასება გავაკეთო.

ძალიან დაამშვენებდა პარლამენტს ნიკა მელია თავისი შემართებით. დაგვაკლდა ნამდვილად”, – განაცხადა ინჯიამ.

პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები