ნიკა მელია – პარლამენტის გადაწყვეტილებაზე: ეს არ იყო ჩემ მიმართ გამოტანილი ვერდიქტი
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტას ეხმაურება და აცხადებს, რომ გავრილოვის დავალება შესრულებულია.
მისი თქმით, მონურ მორჩილებაში მყოფმა 88 ადამიანმა თავისუფლებისა და ღირსების იდეა გაასამართლა.
“გავრილოვის დავალება შესრულებულია, ამას ჩემზე კარგად ძალიან ბევრი ადამიანი ხედავს. მონურ მორჩილებაში მყოფმა 88 ადამიანმა გაასამართლა თავისუფლებისა და ღირსების იდეა. ეს არ იყო ვერდიქტი ჩემთვის გამოტანილი. ამ ადამიანებმა პარლამენტად წოდებულმა რუსეთის მეხუთე კოლონამ განაჩენი გამოუტანა ყველას, ვინც 2019 წლის 20 ივნისს აღშფოთდა, ვინც ქუჩაში გამოვიდა”, – განაცხადა მელიამ.
პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტას მხარი დაუჭირა.