ქარტია: მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, უმოკლეს დროში გამოიძიონ “კვირას” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტი

“მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, უმოკლეს დროში გამოიძიონ “კვირას” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტი”, – ამის შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და მიიჩნევს, რომ მომხდარ ფაქტზე მნიშვნელოვანია სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება.

,,გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 16 თებერვალს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მედიაჰოლდინგ “კვირას” გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. მედიორგანიზაციის ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ოპერატორს, სანდრო ვაშაკიძეს ფიზიკური, ჟურნალისტსა და მძღოლს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდართან დაკავშირებით დაზარალებულმა მედიის წარმომადგენლებმა პოლიციას უკვე მიმართეს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და მიიჩნევს, რომ მომხდარ ფაქტზე მნიშვნელოვანია სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება, რათა ჟურნალისტებს მიეცეთ საშუალება, უსაფრთხო სამუშაო პირობებში განაგრძონ საქმიანობა”, –  ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, მყისიერად გამოიძიონ მომხდარი ფაქტები და მოახდინონ მათზე სათანადო რეაგირება.

ცნობისთვის, გვიან ღამით ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მედიაჰოლდინგ ,,კვირას” ჟურნალისტებს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მედიასაშუალების წარმომადგენლებმა სამართალდამცავ ორგანოს უკვე მიმართეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები