ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის გახანგრძლივების საკითხს ევროკავშირის დელეგაცია ეუთო-ში საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა

ევროკავშირის დელეგაცია 2021 წლის 11 თებერვალს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე განცხადებით გამოვიდა, სადაც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების საკითხზე მსჯელობა გაიმართა.

ევროკავშირის განცხადებაში საქართველოს მხარდაჭერა და ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნა კვლავ გამოხატულია.

„ჩვენ განვაგრძობთ სხვადასხვა ფორმატის გამოყენებას საქართველოში ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის საკითხების განსახილველად. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთსა და დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ახალი პროვოკაციული ნაბიჯებისაგან, რაც კიდევ უფრო გაამძაფრებს ადგილზე არსებული ისედაც მყიფე უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას. ამ კონტექსტში, ევროკავშირი ასევე ახსენებს რუსეთის ფედერაციას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების ფარგლებში მის პასუხისმგებლობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

https://eeas.europa.eu/sites/eeas/files/pc_no_1302_eu_statement_in_response_to_the_current_issue_raised_by_georgia.pdf

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები