ბექა დავითულიანი – მელიას საქმეზე: “ქართული ოცნების”, როგორც პასუხისმგებლიანი გუნდის პოზიციაა, რომ მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს და ის პარლამენტმა არ უნდა შეაფერხოს
“ნიკა მელიას პოლიტიკური ამოცანაა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” პოზიციაა, რომ მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს და ის პარლამენტმა არ უნდა შეაფერხოს.
“ქართული ოცნების”, როგორც პასუხისმგებლიანი გუნდის პოზიციაა, რომ მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს და ის პარლამენტმა არ უნდა შეაფერხოს. ნიკა მელიას პოლიტიკური ამოცანაა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს და სასამართლოს პატივი არ სცეს. შესაბამისად, ჩვენი, უმრავლესობის გადაწყვეტილება ყველასთვის ცნობილია”, – აღნიშნა დავითულიანმა.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს. პროკურატურამ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა.