ხატია დეკანოიძე – ნიკა მელიაზე: არ ვაპირებთ, გავრილოვს გავატანოთ ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანამებრძოლი

“არ ვაპირებთ, გავრილოვს გავატანოთ ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანამებრძოლი”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარტიის თავმჯდომარეზე ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მელია არ აპირებს, “ქართული ოცნებისა” და გავრილოვის გადაწყვეტილებას დაემორჩილოს.

“ნიკამ არაერთხელ ისაუბრა, იგი არ აპირებს, დაემორჩილოს “ქართული ოცნების” და გავრილოვის გადაწყვეტილებას და ჩვენ არ ვაპირებთ, გავრილოვს გავატანოთ ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანამებრძოლი. მე ვუთხარი “ქართულ ოცნებას” და ღიად მივმართავ კიდევ ერთხელ, რომ თუ გადაწყვეტენ,  რაიმე სახით აღასრულონ კანონი, კანონის მახინჯი ფორმებით აღსრულება მოუწევთ ყველა ჩვენგანის მიმართ”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს მხარი დაუჭირა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები