ალეკო ელისაშვილი: ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას მხარს არ ვუჭერთ – მზად ვარ, ჩემი ხელფასი გადავრიცხო
”ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას ჩვენ მხარს არ ვუჭერთ”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანლისთვის უფლებამოსილების მოხსნა არასწორია.
“ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას ჩვენ მხარს არ ვუჭერთ. არ არის სწორი, ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანლისთვის, ვინც უნდა იყოს, როგორც არ უნდა გულზე გეხატებოდეს, იმუნიტეტის შეჩერება.
ნიკამ ეთერში მომმართა, რომ ერთხელ გირაო გადავიხადეო, ახლა კიდევ დამაკისრეს და ამდენი თანხა არ მაქვს, რომ მეორეჯერ გირაო გადავიხადოო. გასაგებია, ზედმეტი ორჯერ 30 000 ლარი არავის არ აქვს. მით უმეტეს, მეც არ მაქვს, მაგრამ, ნიკასადმი ჩემი ადამიანური დამოკიდებულების გათვალისწინებით, ხელფასი არ ჩამრციხვია ჯერ, მაგრამ მზად ვარ, რომ ჩემი ხელფასი გადავრიცხო, 30 000 ლარი არ არის მაგრამ…”, – განაცხადა ელისაშვილმა.
პარლამენტი ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას დღეს მეორედ უყრის კენჭს.