კახა კუკავა: არასოდეს მომიწევია მარიხუანა, მით უმეტეს იაგო ხვიჩიასთან ერთად

“თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა “გირჩის” ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მარიხუანა არასოდეს მოუწევია, მით უმეტეს ხვიჩიასთან ერთად.

“არასოდეს, საერთოდ არ მომიწევია მარიხუანა მით უფრო იაგო ხვიჩიასთან ერთად”,- აღნიშნა კუკავამ ტელეკომპანია “რუსთავის ორის” ეთერში.

ცნობისთვის, “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა: “მარიხუანა რომ რამეს შველოდეს, გარანტია რომ იყოს საღ აზრზე, ბევრი ადამიანი გამოგვყვებოდა დღეს ჩვენ. მარიხუანა ერთადაც მოგვიწევია მაგ ხალხთან, ბევრთან, მე მგონი, კახა კუკავასთანაც მომიწევია, სხვათა შორის. პრობლემა არ არის, ახალგაზრდა ხალხი ვართ”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები