დავით ბაქრაძე: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიბრუნებას გამოვრიცხავ
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ პარტიულ აფილირებას ან, მით უმეტეს, რაიმე ფორმით „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიბრუნებას გამოვრიცხავ”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არავის თანხმობა არ სჭირდება, რადგან უკვე არის ოპოზიციური ფორმატის ნაწილი.
„კიევში არ ვყოფილვარ, შესაბამისად, არც მონაწილეობა მიმიღია, არც ინფორმაცია მქონია. თუ საუბარია „ნაციონალურ მოძრაობაზე“, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პარტიულ აფილირებას ან, მით უმეტეს, რაიმე ფორმით „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიბრუნებას გამოვრიცხავ. ეს თემა საერთოდ არ დგას, არ განიხილება და დახურულია. მე ვთქვი უკვე, რომ ვიღებ პაუზას პარტიული პოლიტიკიდან. რაც შეეხება იმას, თუ კონფიგურაციაში იგულისხმება ზოგადად ოპოზიცია, მე არავის თანხმობა არ მჭირდება, მე უკვე ვარ ოპოზიციური ბრძოლის, ოპოზიციური ფორმატის ნაწილი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, მომავალ კონფიგურაციაში დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავასთვისაც მოიძებნება ადგილი.