სოზარ სუბარი – ნიკა მელიაზე: არავის აქვს უფლება, ფეხქვეშ გათელოს კანონისა და სამართლის უზენაესობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი ნიკა მელიას საქმეს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სამართლის უზენაესობის გათელვის უფლება არავის აქვს.

„არავის აქვს უფლება, ფეხქვეშ გათელოს კანონისა და სამართლის უზენაესობა. არავის აქვს უფლება, რომ ქართული სახელმწიფოს საძირკვლების შერყევა სცადოს. მე პირადად მხარს დავუჭერ, რომ ამის უფლება არავის მივცეთ“, – განაცხადა სუბარმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გირაო არ გადაიხადა. პროკურატურამ პარლამენტს მის დასაპატიმრებლად შუამდგომლობაზე თანხმობა სთხოვა.

აღნიშნულ საკითხზე პარლამენტი პლენარულ სხდომაზე 16 თებერვალს იმსჯელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები