გიგი უგულავა – ოპოზიციის აქციაზე: ვისაც სურს თავისუფალი, ძლიერი ქვეყანა, უნდა გამოვიდეთ
“ქართული საზოგადოება, თავისუფალი საზოგადოება, ვისაც სურს თავისუფალი, ძლიერი ქვეყანა დასავლეთის პარტნიორობით, უნდა გამოვიდეთ”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებზე საუბრისას განაცხადა.
უგულავას თქმით, აქციებზე კოვიდრეგულაციები დაცული იქნება.
“ქართულმა საზოგადოებამ, თავისუფალმა საზოგადოებამ, ვისაც სურს თავისუფალი, ძლიერი ქვეყანა დასავლეთის პარტნიორობით, უნდა გამოვიდეთ, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდრეგულაციებია, ბუნებრივია, ჩვენ ამ რეგულაციებს დავიცავთ. იქნება რეგიონალური აქციები და უკვე განმეორებით 31 მარტს, საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების დღეს, ასევე, გაიმართება დიდი აქცია”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ოპოზიციამ პირველი აქცია 25 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოების დღეს დაგეგმა.