„კოვაქსიდან“ ვაქცინის 400 000 დოზა გვეკუთვნის, დანარჩენი ორ მილიონ ნახევარი სხვა მექანიზმებით უნდა მოვიძიოთ”
„კოვაქსიდან“ ვაქცინის 400 000 დოზა გვეკუთვნის, დანარჩენი ორ მილიონ ნახევარი სხვა მექანიზმებით უნდა მოვიძიოთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, თებერვლის ბოლოსთვის უკვე იქნება შესაძლებლობა, რომ ვაქცინაციის პროგრამა დაიწყოს.
„ვაქცინაციის პროგრამისთვის მზადება გრძელდება. შეირჩა სამედიცინო დაწესებულებები. მიმდინარეობს პერსონალის ტრენინგი. ვფიქრობთ, თებერვლის ბოლოსთვის უკვე გვექნება საშუალება, რომ ვაქცინაციის პროგრამა დავიწყოთ. სოლიდარული და თანაბარი პრონციპიდან გამომდინარე, შეიქმნა „კოვაქსის“ პალტფორმა. ამის პარალელურად კიდევ არის ორი მექანიზმი, რაც გვინდა, რომ გამოვიყენოთ. ერთი არის ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობა, იმგვარად, რომ ის შესყიდული ჭარბი დოზა, რომელიც ამ ეტაპზე შეიძლება არ იყოს მათთვის აუცილებელი, გადმოგვცენ. შესაძლოა, ეს მოხდეს შესყიდვის ან დონაციის სახით. ასევე, ყოველთვის ძალაში რჩება ბილატერალური მოლაპარაკება, რადგან პირველი კვარტალი არის ყველაზე რთული ყველასთვის, შემდეგ კი წარმოების მოცულობები გაიზრდება და უფრო მოგვიანებით, მესამე მეოთხე კვარტლისთვის უკვე შესაძლებელია, მეტი შანსი გაჩნდეს, რათა ჩვენ პირდაპირაც მოვიპოვოთ დოზები მწარმოებლებისგან. „კოვაქსი“ არის მხოლოდ მილიონ-ნახევარ დოზაზე, ანუ დაახლოებით 400 000 დოზაა, რომელიც ჩვენ „კოვაქსიდან“ გვეკუთვნის. დანარჩენი ორ მილიონ ნახევარი სხვა მექანიზმებით უნდა მოვიძიოთ. ეს მექანიზმი იქნება ევროკავშირის ქვეყნებთან მოლაპარაკება, ასევე პირდაპირი მოლაპარაკება მწარმოებელთან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.