ბილ გეიტსი კლიმატის გადარჩენაში 2 მილიარდ დოლარს ჩადებს

კომპანია „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი, ბილ გეიტსი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს სტარტაპებსა და პროექტებში, რომლებიც მიმართული იქნება გლობალური კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ.

გეიტსი თვლის, რომ ყველა სახელმწიფომ, სულ მცირე, 5-ჯერ მაინც უნდა გაზარდოს, წელიწადში 110 მილიარდ დოლარამდე კვლევების ხარჯი, რომლებიც კლიმატის დაცვისკენ იქნება მიმართული

„ჩვენ ფიზიკური ეკონომიკა ისეთი ტემპით უნდა შევცვალოთ, როგორც არასდროს“, – განაცხადა გეითსმა ერთ-ერთ გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში.

ბილ გეიტსი თვლის, რომ კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებთან შედარებით „კოვიდ-19“-ის დასრულება უმარტივესია ამოცანაა.

ის აღნიშნავს, რომ მსოფლიომ არ უნდა თქვას უარი ატომურ ენერგიაზე, რადგან მისი ალტერნატიული წყაროები, როგორიც არის მზე და ქარი, ელექტროენერგიაზე გლობალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის. თუმცა, ფილანტროპი დიდ იმედს ამყარებს ატმოსფეროდან ნახშიროჟანგის გაფილტვრის ტექნოლოგიაზე.

გეიტსმა ენერგიის მომავალი კიდევ ერთი წყარო დაასახელა – ეს არის წყალბადის საწვავი, რომლის გამოყენება ატმოსფეროში ნახშიროჟანგის ​შემცირებას გამოიწვევს.

პლანეტაზე ეკოლოგიური ვითარების კომენტირებისას ბილ გეიტსმმა კლიმატი გადავსებულ აბაზანას შეადარა.

“ონკანი რომც ჩავკეტოთ ისე, რომ მისგან წყალი მხოლოდ წვეთებად მოედინებოდეს, ერთ მშვენიერ დღეს, აბაზანი მაინც გაივსება”, – თქვა მან და ხაზი გაუსვა რომ 2050 წლისთვის ატმოსფეროში ნახშიროჟანგის რაოდენობა არა მხოლოდ უნდა შემცირდეს, არამედ ნულამდე დავიდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები