კვების ობიექტები დღეიდან ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ
დღეიდან, გარდა შაბათ-კვირისა, კაფე-ბარები და რესტორნები სტუმრების მიღებას მხოლოდ ღია სივრცეებში შეძლებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში მიიღო.
კვების ობიექტებს საქმიანობა შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით შეეძლებათ. როგორც შრომის ინსპექციაში განმარტავენ, კვების ობიექტებს მოეთხოვებათ თერმოსკრინინგის ჩატარება, მაგიდებს შორის დისტანციის დაცვა, მაგიდასთან არანაკლებ 12 ადამიანის განთავსება, ასევე სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება.
რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის შემთხვევაში კი – 10 000 ლარის ოდენობით.
ამასთან, თბილისის მერია კვების ობიექტებს კვლავაც სთავაზობს საკუთრების წინ არსებულ ტერიტორიაზე ღია სივრცის მოწყობას.