ხატია დეკანოიძე: ნიკა მელიას დაკავება არ არის მარტივი
“მორჩილი უმრავლესობა რას გადაწყვეტს და რომელ ღილაკს დააჭერს ხელს, ეს, რა თქმა უნდა, იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ისევე, როგორც სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარტიის თავმჯდომარის მიერ გირაოს არგადახდის თემაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ნიკა მელიას დაკავება მარტივი არ არის.
“მორჩილი უმრავლესობა რას გადაწყვეტს და რომელ ღილაკს დააჭერს ხელს, ეს, რა თქმა უნდა, იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ისევე, როგორც სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება. ნიკა მელიას დაკავება, დაჭერა არ არის ასეთი მარტივი, იმიტომ, რომ ზოგადად, თავისუფლებისთვის ბრძოლის და ამ თავისუფლებისთვის ბრძოლაში უამრავი ადამიანის, ვინც გავრილოვს აპროტესტებდა, მათ დასჯას ნიშნავს”, – აცხადებს დეკანოიძე.