დავით მათიკაშვილმა სტუდენტური პარლამენტის მონაწილეებთან ონლაინშეხვედრა გამართა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა სტუდენტური პარლამენტის მონაწილეებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ძირითადი ყურადღება გამახვილდა სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, პარლამენტის საქმიანობაზე, მის როლსა და მისიაზე, დავით გარეჯის თემაზე, მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებსა და პოლიტიკურ მოვლენებზე. შეხვედრაზე პარლამენტის წევრი სტუდენტური პარლამენტის საქმიანობით დაინტერესდა და ახალგაზრდებისგან ის ინიციატივები მოისმინა, რომელთა მიღებასაც სტუდენტები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.
შეხვედრის დასასრულ, დავით მათიკაშვილმა სტუდენტური პარლამენტის წევრებს წარმატებები უსურვა და მათთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.