ალეკო ელისაშვილი: დედამიწის ზურგზე ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს ის, რაც ახლა „ევროპულ საქართველოში” ხდება
,,ევროპული საქართველო” დესტრუქციაზე იყო აწყობილი, თავის თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდათ და ყველაფრის ამრევები და ჩამშლელები იყვნენ”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის, რაც ახლა „ევროპულ საქართველოში” ხდება, არ აინტერესებს.
„დედამიწის ზურგზე ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს ის, რაც ახლა „ევროპულ საქართველოში” ხდება. ეს პარტია დესტრუქციაზე იყო აწყობილი, თავის თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდათ და ყველაფრის ამრევები და ჩამშლელები იყვნენ. რასაც დასთეს, იმას მოიმკი, ეს ხდება მათ თავს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
9 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ „ევროპულ საქართველოში“ სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება.