ლატვიაში ე.წ. კომენდანტის საათი გააუქმეს

ლატვიაში 11 თებერვლიდან ე.წ. კომენდანტის საათი გაუქმდა.

როგორც ქვეყნის პრემიერმა, კრიშიანის კარინშმა განაცხადა, ამის ნაცვლად, შეკრებაზე შეზღუდვას, საზღვრის გადაკვეთასა და კარანტინის წესების შესრულებას პოლიცია გაძლიერებულად გააკონტროლებს.

ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების ინიციატივით შსს გამოვიდა, სადაც აღნიშნეს, რომ ამ შემთხვევაში პოლიცია ბევრად ეფექტურად შეძლებს სხვა ეპიდემიოლოგიური შეზღუდვების შესრულების გაკონტროლებას. მაგალითად, გააკონტროლებენ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადს  საზოგადოებრივ ადგილებში.

გარდა ამისა, შსს-ში აღნიშნეს, რომ ამ გზით ფინანსურ ეკონომიას შეძლებენ, რადგან არ მოუწევთ ღამის საათებში თანხის გადახდა. ლატვიაში ე.წ. კომენდანტის საათი პირველად ახალ წლამდე დაწესდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები