ვლადიკავკაზში, სუპერმარკეტში ძლიერი აფეთქება მოხდა, შენობა მთლიანად დაინგრა (ფოტო, ვიდეო)

ვლადიკავკაზში, სუპერმარკეტში ძლიერი აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად ერთსართულიანი შენობა მთლიანად არის დანგრეული.

როგორც ექსტრემალურ სამსახურში აღნიშნავენ, აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია.

აღინიშნება, რომ შენობაში დარაჯი იმყოფებოდა, რომელიც აფეთქებას გადაურჩა.

წინასწარი ვერსიით, მომხდარის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა, სუპერმარკეტის სარდაფში ჟანგბადის ბალონები ინახებოდა.

გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები