“მძიმე პირობებში ვიყავი, მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური ზეწოლა” – რას აცხადებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებული, ერიკ დრულევი ​

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული, ერიკ დრულევი თავისუფალია.

დრულევმა გათავისუფლების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მძიმე პირობებში იმყოფებოდა და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა.

“როდესაც საზღვრის გადაკვეთას ვცდილობდი, ამ პროცესში მოხდა ჩემი დაკავება, ვლადიკავკაზის საზღვართან. დაკავების შემდეგ ოკუპირებულ ცხინვალში ვიმყოფებოდი. მძიმე პირობებში ვიყავი, საკანში მარტო ვიმყოფებოდი, მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური ზეწოლა”, – განაცხადა ერიკ დრულევმა.

21 წლის ახალგაზრდა, ერიკ დრულევი უკვე საქართველოს კონტროლებად ტერიტორიაზე იმყოფება, ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ორი დღის წინ როკის გვირაბთან აიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები