როგორ იმუშავა საქართველოს სატრანსპორტო სექტორმა პანდემიის პირობებში

საქართველოს ნავსადგურებში 2020 წელს ჯამურად გადამუშავებული ტვირთების მოცულობა, 2019 წელთან შედარებით, უმნიშვნელოდ – 6%-ით შემცირდა.

ნავსადგურების მეხედვით მონაცემები ასეთია:

ფოთის ნავსადგური – 2020 წელს, 2019 წლის პიკურ წელთან შედარებით, 14%-ით შემცირდა

გადამუშავებული ტვირთების მოცულობა;

ბათუმის ნავსადგური – 2019 წლის ყველაზე დაბალ ნიშნულთან შედარებით, 2020 წელს 9%-ით გაიზარდა

ტვირთების გადამუშავება, გამოსაყოფია მშრალი ტვირთების 29 % -იანი ზრდა;

ყულევის ნავსადგური – რომელიც ძირითადად ორიენტირებულია თხევადი ტვირთების გატარებაზე, ბოლო

ხუთი წლის განმავლობაში პრაქტიკულად ერთნაირ მოცულობას – 1.6 – 1,7 მლნ ტონას ატარებს.

სატრანსპორტო დერეფნების კვლევითი ცენტრის მონაცემებით, პორტებში გადამუშავებული ტვირთების

რაოდენობისგან განსხვავებით, 6 %-ით გაიზარდა საქართველოზე ტრანზიტად გამავალი სატვირთო ავტომობილების რაოდენობა, რამაც 315 500 ერთეული შეადგინა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ვარდნა საჰაერო სფერომ განიცადა – 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საჰაერო გადაყვანები 84% -ით შემცირდა და 0.83 მლნ მგზავრი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები