ბექა ოდიშარია: შეიძლება, ნიკა მელიამ ცხელ გულზე განაცხადა, რომ გირაოს არ გადაიხდის

“მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. შეიძლება, ნიკა მელიამ ცხელ გულზე განაცხადა, რომ გირაოს თანხას არ გადაიხდის”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტის წევრი კანონის აღსრულებასთან პირნათელი უნდა იყოს.

“მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. შეიძლება, ნიკა მელიამ ცხელ გულზე განაცხადა, რომ არ გადაიხდის. მე ვფიქრობ, რომ პარლამენტის წევრი მით უმეტეს უნდა იყოს ანგარიშვალდებული და პირნათელი კანონის აღსრულებასთან. ვფიქრობ, გირაოს გადაიხდის. ეს პოლიტიკოსის მხრიდან სწორი საქციელი არ არის. თუმცა, განცხადებები ბევრი პოლიტიკოსის ვნახეთ, რომ რაღაცას არ გააკეთებდნენ, მაგრამ გააკეთეს. ამიტომ, მოვლენებს წინ რატომ გავუსწრო და რატომ ვთქვა ნეგატიური რამ, როდესაც ადამიანს შანსი აქვს და კანონმდებლობა ჯერ კიდევ აძლევს საშუალებას, რომ გირაო გადაიხადოს“, – განაცხადა ოდიშარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები