დონალდ ტრამპის მეორე იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო

აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო. პროცესის დაწყებისას სენატმა კენჭი უყარა იმპიჩმენტის პროცესის წარმართვის წესებს.

პროცესი 4-საათიანი დებატებით გაგრძელდება, რის შემდეგაც გაიმართება კენჭისყრა იმასთან დაკავშირებით, რამდენად არის საქმე არაკონსტიტუციური.

დონალდ ტრამპს ბრალი 6 იანვრის ამბოხის წაქეზებაში ედება. მისმა ადვოკატებმა იმპიჩმენტის ბრალდებებს ოფიციალურად უკვე უპასუხეს და განაცხადეს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები კაპიტოლიუმში საკუთარი სურვილისა და შეხედულებების გამო შეიჭრნენ.

დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად სენატის 2/3-ის მხარდაჭერაა საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ხმა მისმა თანაგუნდელებმა, 17-მა „რესპუბლიკელმა“ სენატორმაც უნდა მისცეს.

შეგახსენებთ, 14 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. ტრამპი პირველი პრეზიდენტი გახდა აშშ-ის ისტორიაში, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები