კვლევების თანახმად, დახურულ სივრცეებში, განსაკუთრებით კი რესტორნებში, ინფექციის გავრცელების რისკი მაღალია

პანდემიის პერიოდში ჩატარებული არაერთი კვლევა მოწმობს, რომ დახურულ სივრცეებში, განსაკუთრებით კი რესტორნებში, ინფექციის გავრცელების რისკი მაღალია, რადგან შეუძლებელია პირბადის მუდმივად ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ რესტორნებში მაგიდები ერთმანეთისგან დაცილებულია, ინფიცირების შანსი მაღალია, რადგან ვირუსის წვეთების გავრცელების მანძილი დიდია, რასაც ხელს უწყობს კონდიცირების სისტემაც.

ჯანდაცვის ამერიკელი ექსპერტები შიშობენ, რომ რესტორნების შიდა სივრცეების გახსნა შექმნის კომფორტულ პირობებს ვირუსის გავრცელებისთვის, განსაკუთრებით კი იმ დროს, როდესაც მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში დომინანტია კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი, რომელიც თითქმის 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები