გერმანიაში მძღოლებს შესაძლოა, დაავალონ, მანქანებში სულ მცირე ორი პირბადე იქონიონ

გერმანიაში მძღოლებს შესაძლოა, დაევალოთ, მანქანაში სულ მცირე ორი პირბადე იქონიონ.

ამის შესახებ გაზეთი Die Saarbrücker Zeitung-ი ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

უწყებამ შესაბამისი წინადადებით პეტიციების შესახებ ბუნდესტაგის კომიტეტს უკვე მიმართა. შესაბამისი რეგულაცია შესაძლოა, პანდემიის დასრულებამდე შევიდეს ძალაში.

რაც შეეხება გერმანიაში კორონავირუსულ სტატისტიკას, ბოლო ერთ დღეში ინფიცირების 3379 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 2 291 924 დადასტურებული შემთხვევაა.

ვირუსს კიდევ 481 პაციენტი შეეწირა, ჯამურად, 62 156 ლეტალური შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები