ენტონი ფაუჩი: კოვიდვაქცინის მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი მსოფლიო გამოწვევაა

ამერიკის წამყვანი ინფექციონისტის, ალერგიებისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ამ დროისათვის, ვაქცინის მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის. ყოველივე ეს მოსალოდნელი იყო და ვაქცინის მწარმოებლები ჯერ კიდევ თვეების წინ საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ პირველ თვეებში წარმოება ვერ იქნება სწრაფი. პროცესი ვერ დააჩქარა ვერც იმ ფაქტმა, რომ ვაქცინის დოზების წარმოება დაიწყო მანამ, სანამ მწარმოებელი კომპანიები ოფიციალურად მიიღებდნენ ავტორიზაციას. ამასთან, ენტონი ფაუჩიმ აღნიშნა, რომ, ვაქცინაციის პროცესში დაბალი მიწოდების მიუხედავად, საჭიროა, რომ ორფაზიანი ვაქცინის შემთხვევაში ჯანდაცვის სექტორმა მისდიოს შესაბამის გაიდლაინს, რადგან ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცების საფუძველი, რომ ვაქცინის ერთი დოზის მიღება იქნება ეფექტური, თუნდაც გარკვეული მაჩვენებლით, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები