ალეკო ელისაშვილი: ახალი კანონი იქნება, რომელიც განსაზღვრავს ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის არჩევის წესს – ჟვანია ულუ და ჟვანია ნარინი ვერ გვეყოლებიან
“მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, მიიღება ახალი კანონი, რომელიც ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის ახლებურ წესს განსაზღვრავს.
მისივე თქმით, ახალი საარჩევნო კოდექსის მიღების შემდეგ, ცესკო-ს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ, შესაბამისად, თამარ ჟვანია თანამდებობას დატოვებს.
“ახალი კანონი იქნება, რომელიც განსაზღვრავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევის წესს. ბუნებრივია, ის ახალი კანონი რომ იქნება და ახალი კანონით ავირჩევთ, ჟვანია ულუ და ჟვანია ნარინი ვერ გვეყოლებიან. თამარ ჟვანიას განცხადებამდე ნუ დაიყვანთ იმ ძალიან დიდ და კეთილშობილურ საქმეს, რაც აქ მიმდინარეობს. წავა ავტომატურად, ახალ კანონს მივიღებთ. ახალი კანონის მიხედვით, ახალი ცესკო-ს თავმჯდომარე ახლებურად უნდა შევარჩიოთ და თამარ ჟვანია როგორ ჩამოფრინდება იმ სავარძელზე”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.