ალეკო ელისაშვილი: საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის მიზანია, რომ მივიღოთ ისეთი არჩევნები, რომელსაც ვენდობით

“ამ ყველაფერმა სანდო არჩევნები უნდა მოგვიტანოს, ეს იქნება ერთ-ერთი სერიოზული მიღწევა და წინ გადადგმული ნაბიჯი”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო რეფორმის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის მიზანია ქვეყანაში ისეთი არჩევნების ჩატარება, რომელსაც ხალხი ენდობა.

„სამუშაო ჯგუფის მიზანია, რომ ბოლოს და ბოლოს მივიღოთ ისეთი არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაცია რომელსაც ვენდობით. 30 წელია, ეს გვინდა. ჯერჯერობით, ვერ მივაღწიეთ. პირველ მარტამდე უკვე კანონპროექტის სახე უნდა მიიღოს, პირველ მაისამდე კი – მოქმედი კანონის. ამ ყველაფერმა სანდო არჩევნები უნდა მოგვიტანოს, ეს იქნება ერთ-ერთი სერიოზული მიღწევა და წინ გადადგმული ნაბიჯი“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები