ბიძინა კულუმბეგოვი: დღეს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრით უფრო მეტი ადამიანია პლანეტაზე აცრილი, ვიდრე – ოფიციალურად დაავადებული
“კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის შედეგად არავინ გარდაცვლილა”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დღესდღეობით ვაქცინით აცრილი ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე – კორონავირუსით დაავადებული.
,,დღეს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრით უფრო მეტი ადამიანია პლანეტაზე აცრილი (108 მილიონი), ვიდრე – ოფიციალურად დაავადებული (104 მილიონი).
ვაქცინაციის შედეგად გარდაცვალება – 0 ადამიანი!
კოვიდ-19-ით გარდაცვალება – 2,288,708 ადამიანი”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.