მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც ამერიკის სახელმწიფო მდივანი ესაუბრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველო არის ამ საუბრის დღის წესრიგში – ეს მნიშვნელოვანი ფაქტია

“როდესაც ამერიკის სახელმწიფო მდივანი ესაუბრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველო არის ამ საუბრის დღის წესრიგში – ეს მნიშვნელოვანი ფაქტია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მუდმივად დგას დღის წესრიგში.

„როდესაც ამერიკის სახელმწიფო მდივანი ესაუბრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველო არის ამ საუბრის დღის წესრიგში. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია. საქართველო მუდმივად დგას დღის წესრიგში. ნამდვილად ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, რათ ჩვენ წინაშე მდგარი გამოწვევები იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზეც გაამახვილა ყურადღება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები