ნინო წილოსანი: თუ მათ პრობლემებზე საუბარი სურდათ, საუკეთესო ტრიბუნა პარლამენტი იყო – ბევრ კეკლუცობას ტელეეკრანებთან, ვეპატიჟებით პარლამენტში

“ძალიან ნათლად ჩანს, რომ ექსტრემისტი ოპოზიცია არცერთ შემთხვევაში არ აპირებდა პარლამენტში შემოსვლას”, – ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ის დეტალი, რომელზეც ისინი საუბრობენ, არის მხოლოდ შეცდომაში შესაყვანად.

„ძალიან ნათლად ჩანს, რომ ექსტრემისტი ოპოზიცია არცერთ შემთხვევაში არ აპირებდა პარლამენტში შემოსვლას, რადგან ის შედეგი, რომელიც არჩევნებში მიიღეს, გარკვეულწილად, მათი სასოწარკვეთილების წინაპირობა იყო.

ის, რომ „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მესამე ვადით მოვიდა და მოსახლეობამ ნდობა გამოგვიცხადა, მათთვის დიდი დარტყმა იყო. ყველა ის დეტალი, რომელზეც ისინი საუბრობენ, არის მხოლოდ შეცდომაში შესაყვანად. თუ მათ პრობლემებზე საუბარი სურდათ, საუკეთესო ტრიბუნა პარლამენტი იყო. ბევრ კეკლუცობას ტელეეკრანებთან, ვეპატიჟებით პარლამენტში“, – აცხადებს წილოსანი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები