ალეკო ელისაშვილი: კომისიაში სიამოვნებით ჩავერთვებით, თუ მასში მონაწილეობას მიიღებენ: „პატრიოტთა ალიანსი“, „ნაცმოძრაობა“ და მეორე „ნაცმოძრაობა“, ბოკერიას პარტია

“კომისიაში სიამოვნებით ჩავერთვებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ის სამი ოპოზიციური პარტია, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით 3 800 საარჩევნო უბანში კომისიის წევრები ჰყავდა. ესენი არიან „პატრიოტთა ალიანსი“, „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე „ნაციონალური მოძრაობა“, ბოკერიას პარტია”, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ დავინახოთ გაყალბების სრული სურათი, აუცილებელია, განხილვაში ეს პარტიები მონაწილეობდნენ.

,,კომისიაში სიამოვნებით ჩავერთვებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ის სამი ოპოზიციური პარტია, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით 3 800 საარჩევნო უბანში კომისიის წევრები ჰყავდა. ესენი არიან „პატრიოტთა ალიანსი“, „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე „ნაციონალური მოძრაობა“, ბოკერიას პარტია.

ამ ხალხს ჰყავდათ ცესკო-ს მიერ დაფინანსებული კომისიის წევრები 3 800-ვე უბანზე. იმისათვის, რომ დავინახოთ გაყალბების სრული სურათი, აუცილებელია, ეს პარტიები მონაწილეობდნენ. მათი 10 ათასი დამკვირვებელი ადასტურებს თუ არა გაყალბების ფაქტს, ან რა მასშტაბით ადასტურებს. სხვა შემთხვევაში, მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ. ჩვენ სულ რამდენიმე ათეული მოხასლისე დამკვირვებელი გვყავდა, 3 800 უბანია და ამ სამ პარტიას არათუ დამკვირვებლები ჰყავდათ, არამედ კომისიის წევრები. თუ ათი ათასი კაცის ოქმები არ იქნება, სურათის დადგენა გაგვიჭირდება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები