თამარ გაბუნია: რესტორანში რისკი მაღალია, რადგან ადამიანები ვერ იყენებენ პირბადეს, რაც დაცვის მთავარი საშუალებაა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, რესტორნებში კორონავირუსის გავრცელების რისკი მაღალია, რადგან ამ სივრცეში ადამიანები პირბადეს არ იყენებენ.

მისი თქმით, ეტაპობრივი გახსნა მიღებული მეთოდია.

„ზოგადად, შეფასებულია, რომ რესტორანში რისკი არის მაღალი. რესტორანში ადამიანები ვერ იყენებენ ნიღაბს, რაც დაცვის მათვარი საშუალებაა. ჩვენ ვსაუბრობთ თანმიმდევრულ გახსნაზე, პირველ ყოვლისა, გახსნა შეეხება იმ მაქსიმალურად აუცილებელ ბაზისურ სერვისს, რაც საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რასაც შემდეგ ეტაპობრივად მოჰყვება სკოლა. ეს არის ლოგიკური თანმიმდევრობა, რაც რისკების მიუხედავად ეტაპობრივად უნდა გადავანაწილოთ და ასე გავყვეთ. სწორედ ასეც არის დაგეგმილი. როდესაც ცნობილია, რისკის მაღალი დონე ამ შემთხვევაში ექსპერტირება არის დაუშვებელი. ეტაპობრივი, თანმიმდევრული და მეცნიერულად დასაბუთებული მიდგომები არის მისაღები, რასაც ჩვენ გახსნის პროცესში ვიყენებთ. გახსნა მდგრადი უნდა იყოს. დღეს გახსნა და ხვალ დასაკეტი გაგიხდეს, ეს ყველაფერი ადამიანის სიცოცხლე უკავშირდება, ამიტომ, ასეთი ტიპის დაშვევები მიუღებელია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები