ნათია თურნავა: ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც პისიარ ტესტით შემოდიან მოქალაქეები, ემატება თურქეთის რესპუბლიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ვიზიტორები თურქეთის რესბუბლიკიდანაც შემოვლენ. ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთი ყოველთვის იყო ტურისტების წყარო საქართველოსთვის.
,,ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც პისიარ ტესტით შემოდიან მოქალაქეები, ემატება თურქეთის რესპუბლიკა, ჩვენი მეზობელი და აქედანაც ველოდებით ვიზიტორებს, რა თქმა უნდა, პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხის დოკუმენტით და მესამე დღეს პისიარ ტესტის ჩატარებით. ეს არის დამაიმედებელი ინფორმაცია როგორც ბიზნესისთვის, ასევე, ტურიზმისთვის იმიტომ, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყანა ყოველთვის წყარო იყო ტურისტების”, – განაცხადა ნათია თურნავამ.