2020 წელს საქართველოში 4 999 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილია 450 პირი

2020 წელს საქართველოს მასშტაბით 4 999 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2019 წელთან შედარებით 840-ით შემცირებული მაჩვენებელია. ამის შესახებ სტატისტიკური მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

გასულ წელს საქართველოში ავტოავარიების შედეგად 450 ადამიანი დაიღუპა.

საუბარია შემთხვევებზე, რომლებზეც სისხლის სამართლის კოდექსი ვრცელდება. 2019 წელს ამ მიზეზით 481 მოქალაქე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაშავებულთა რაოდენობას, 2020 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 6 640 ადამიანი დაშავდა, წინა წელს ეს მაჩვენებელი 7 921-ს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს, კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან 23 მაისამდე პერიოდში, ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებდა და მოქალაქეებს საღამოს 21:00 საათიდან დილის ექვს საათამდე ქუჩაში გასვლა ეკრძალებოდათ (გარდა სპეციალური საშვების მქონე პირებისა). იმავე წლის 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გაადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა, რაც მოგვიანებით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდამდე გაიზარდა და ეს შეზღუდვა დღემდე გრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები