ალეკო ელისაშვილი: პარლამენტში არ მოვსულვარ იმისთვის, რომ გაბღენძილმა ვიარო – ხალხისთვის ვიმუშავებ
პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში ხალხისთვის აპირებს მუშაობას.
“მე აქ მოვედი იმ ძველი ტელეფონით, როგორც გამოვაცხადე. აქ არ მოვსულვარ იმისთვის, რომ გაბღენძილმა ვიარო პარლამენტში, მოვედი იმისთვის, რომ ხალხისთვის ვიმუშაო”, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში დღეიდან ერთვებიან.